საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას ევროკავშირში კონფერენციაზე განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისა და ესპანეთის სს მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემმა კოლეგამ, გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია გამაცნო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეიგონს ეხება. მზად ვართ, აღნიშნული სტრატეგიის განსახილველად კონფერენცია დავნიშნოთ და დეტალურად შევისწავლოთ ეს დოკუმენტი", _ აღნიშნა მორატინოსმა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმათებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ საკუთარ კომენტას ევროკავირი უახლოეს მომავალში გააკეთებს.