ესპანეთი რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს არასდროს მალავდა. ამის შესახებ ესპანეთის სს მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა სს მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთს როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ცდილობს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაასტაბილუროს. რაც შეეეხება სამხედრო თანამშრომლობას მორატინოსის განცხადებით, ესპანეთს ნებისმიერ ქვეყანასთან შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი რუსეთისთვის სამხედრო გემების მიყიდვას აპირებს.