. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მას "არასდროს ჰქონია სურვილი, რომ კრემლის ერთადერთი ფავორიტი ყოფილიყო".
"არადროს მქონია ექსკლუზიურობის განცდა და არც იმის სურვილი, რომ კრემლის ერთადერთი ფავორიტი ვყოფილიყავი. მოსკოვთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველას, მათ შორის დღევანდელ მთავრობასაც", - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი პიროვნული კომპონენტია, რაც ამ ურთიერთობების გამოსწორებას ხელს უშლის, თუმცა აქვე დასძენს, რომ "ეს უნდა გადაილახოს, რათა საქართველო გაერთიანდეს და განვითარების შანსი დაიბრუნოს".
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვშია.