დემოგრაფიული პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა ავიდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა.
ნესტან კირთაძემ პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, ლეიბორისტული პარტია საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს რამდენიმე დღეში წარუდგენ.
"უნდა გაიზარდოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა;
ორსული ქალების სამედიცინო მეთვალყურეობა და სამედიცინო გამოკვლევები დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ჩვილ ბავშვთა მკურნალობა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; სახელმწიფო ბიუჯეტიდან განისაზღვროს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახთა ფინანსური დახმარება."
ნესტან კირთაძემ გაეროს კვლევების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონამდე შემცირდება.
ლეიბორისტული პარტია შესაბამის კანონპროექტს ფართო საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე რამდენიმე დღეში წარადგენს.