იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას იმ პროცედურებს განმარტავს, თუ რა მოხდება პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვადაზე ადრე გადადგომის შემთხვევაში. ხმალაძის თქმით, თუ ივანიშვილი ვადაზე ადრე გადადგება ეს ავტომატურად მთავრობის გუნდის უფლებამოსილების შეჩერებას გამოიწვევს.
"კონსტიტუციის თანახმად პრემიერ მინისტრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას.ამის შემდეგ იწყება ახალი პროცედურა: პრემიერ მინისტრის კანდიდატურის წარდგენის, პრემიერ მინისტრის მიერ მინისტრების კანდიდატურის წარდგენის და შემდეგომ პარლამენტისთვის მთელი მთავროსბის წარდგენისა და მთავრობის პროგრამის გაცნობის. შემდგომში კონსტიტუციის შესაბამისად ვადებში უნდა მოხდეს მათი დანიშვნა."
შეგახსენებთ, რომ გუსინ ბიზინა ივანისვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნისნული იყო, რომ ის უალხოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები