აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სირის წინააღმდეგ „ალ-ქაიდასა" და მისი მომხრების მხარდაჭერის გამოხატულებაა. ამის შესახებ სირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფეისალ მექდადმა განაცხადა.
ბი-ბი-სისთან ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღი აშშ-ის მიერ მხადაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებებმა გამოიყენეს და არა სირის არმიამ.
მექდადის განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, 21 აგვისტოს სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი, კონკრეტულად კი ზარინი.
სამხელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის განკარგულებაშია სინჯები, რომელიც ადასტურებს ზარინის გამოყენებას.
„თმის ღერმა და სისხლმა ზარინის გამოყენებაზე დადებითი შედეგები გამოვალინა", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზარინის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაჩნდა, როდესაც ამის თაობაზე საფრაგეთის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს.
ამ განცხადებამდე სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინა აშშ-ის დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც „მაღალი ხარისხის სანდოობით" აღდგენილია დამასკოს გარეუბაში განხოციელებული იერიშის გარემოებები.
დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების მთავარი ფაქტორები ასე გამოიყურება:
• იერიშის შედეგად დაიღუპა 1429 ადამიანი, მათ შორის 426 ბავშვი.
• სირის არმიის პირადი შემადგენლობა, რომელიც შეიარაღებულია ქიმიური იარაღით, იერიშამდე სამი დღით ადრე დაფიქსირდა შესაბამის რაიონში.
• თანამგზავრიდან წარმოებული გადაღებებით, ქიმიური შეტევის შესახებ პირველი ინფორმაციის გაჩენამდე 90 წუთით ადრე, დაფიქსირებულია ჭურვების გაშვება იმ პოზიციებიდან, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებდნენ.
• სავარაუდო ქიმიური შეტევის ადგილზე გადაღებულ 100 ვიდეოფრზე ჩანან ადამიანები, რომლებთაც აქვთ სიმპტომები, რაც შეესაბამება ნერვულ-პარალიტური გაზის ზეგავლენით გამოწვეულს.
• დაზვერვას გააჩნია დამასკოს მაღალი თანამდებობის პირების საუბრების ჩანაწერები, რაც ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას, და შეშფოთებას იმის გამო, რომ შესაბამისი სამხილები გაეროს ინსპექტორების ხელში აღმოჩნდება.
სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს კვლავინდებურად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები