გაეროს ინსპექტორთა ჯგუფმა, რომელიც სირის დედაქალაქის, დამასკოს გარეუბანში ქიმიური შეტევის ადგილს იკვლევდა, ქვეყანა დატოვა.
ინსპექტორებმა სირია მას შემდეგ დატოვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის სირიაზე შეზღუდული შეტევის საკითხს განიხილავს.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, გაეროს ინსპექტორების მიერ დამასკოს დატოვების შემდეგ, სამხედრო იერიშისთვის დამბრკოლებელი ფაქტორები არ არსებობს.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, დასკვნა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, სავარაუდოდ ორ კვირაში გახდება ცნობილი.
გაეროს უშიშროების საბჭოს არ შეუძლია სირიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, იტყობინება როიტერი.
მისივე თქმით, უმოქმედობა ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ნორმების არსებობის უაზრობას დაადასტურებს.
ობამმ აღნიშნა, რომ აშშ-სთვის რა თქმა უნდა უმჯობესი იქნებოდა სირიის საკითხის „მრავალმხრივი" გადაწყვეტა.
ობამას თქმით, ჯერ ჯერობით სირის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა განიხილავს შეზღუდული მიზანმიმართული აქტის ჩატარების შესაძლებლობას.
მანვე დაუშვებელი უწოდა ქიმიური იარაღის გამოყენებას ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ აშშ-ის პასუხი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდული იქნება. აშშ-ის ხელისუფლება მიჩნევს, რომ სირის კონფლიქტი საბოლოოდ პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედევა რომელსაც ჩვენ გავნახორციელებთ იქნება შეზღუდული, რათა პასუხიისგებაში მიეცენ ქიმიურ შეტავაში დამნაშავეები. საბოლოდ კი ჩვენ გვჯერა, რომ დარეგულირება უნდა მოხდეს პილიტიკური გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით, 21 აგვისტოს, ქიმიური შეტევის შედეგად, დამასკოს გარეუბანში 1429 ადამიანი, მათ შორის 426 ბავშვი დაიღუპა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით. 21 აგვიტოს ქიმიური იერიში არის „წარმოუდგენელი საშინელება".
მისივე თქმით, ქიმიური იარღი ასადის რეჟიმმა არა მხოლოდ 21 აგვისტოს, არამედ არაერთხელ გამოიყენა.
კერის თქმით, არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ საიდან იქნა გაშვებული ქიმიური ჭურვები და დაზუსტებულია მათი ჩამოვარდნის ადგილი.
კერიმ ასევე განაცხადა, რომ დადასტურებულია, სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი.
„ასადის რეჟიმა დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღი გამოიყენა. შესაბამისი მონაცმები უკვე გამჟღავნებულია და გამოქვეყნებულია", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ამავე დროს სახელმწიფო მდივნის განცხადებით. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განწყობილია, რომ სირიაზე შესაძლო იერიშამდე კონსულტაცია კონგრესთან გამართოს.
აშშ ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ კვლავინდებურად აპირებს სირიის წინაამდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, მასში დიდ ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშც.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, გავლენას ვერ მოახსენს საფრანგეთის სურვილზე შეუერთდეს აშშ-ის კოალიციას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი განიხილავს სირიასთან სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობს სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება „წონადი მიზეზების გათვალისწინებით" იქნება მიღებული.
ოლანდმა არ გამორიცხა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს.