გაეროს წარგზავნილმა სირიაში ლიხდარ ბრახიმიმ აშშ-ს მოუწოდა, არ გადადგას არავითარი ნაბიჯები იმ დრომდე, ვიდრე არ დადგინდება დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენბის გარემოებები.
მან ასევე მოუწოდა მოსკოვს, რომელიც ქიმიურ იერიშში ამბოხებულებს ადანაშაულებს და ვაშინგტონს, ხელის შეუწონ გაეროს, თავდასხმის ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცის შეგროვებაში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინსპექტორების საქმიანობის ოპერატიულად დაწყებას ხელი ჯერ ოფიციალურმა დამასკონ შეუშალა, ხოლო თანხმობის შემდეგ შემთხვევის ადგილიკენ მიმავალ კოლონას სნაიპოერმა ცეცხლი გაუხსნა.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ შესაბამის ბრძანების გაცემის შემთხვევაში, სამხედრო ძალები მზად არიან დაიწყონ ოპერაცია სირიაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პენტაგონმა აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგინა „მოქმედების ვარიანტები ყველა სახის ვითარებისთვის". „მან ის ნახა. ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, მონაცმები, რომელსაც ახლა აგროვებენ გაეროს ინსპექტორები, დაადასტურებს, რომ ქიმიური შეტევაზე პასუხიმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება.
„ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ ქიმიური იარაღი სირიელი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ლიდერები ვერ თანხმდებიან ერთიან პოზიციაზე სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხი ქმედებებთან დაკავშირებით.
რუსეთის განცხადებით, სირიის საკითხში სამხედრო ჩარევას რეგიონისთვის კატასტროფული შედეგი ექნება.
აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ შესაძლებლობას სირიაზე სამხედრო იერიშის მიტანის თაობაზე.
ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აცხადებენ, რომ პირდაპირი დამადასტურებელი მტკიცებულებები სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე არ არსებობს და ქიმიური იარღი, შესაძლოა, ამბოხებულებს გამოეყენებინათ.
აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა „დამაჯერებელი და არასაკამათო" უწოდა ოფიციალური დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.