აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, შესაძლოა, მომდევნო კვირის ბოლოს შეხვდეს. ამის შესახებ Bloomberg.
გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ ტრამპსა და ორბანს შორის შეხვედრა შაბათს, 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი მომავალ კვირას შეხვდებიან, რათა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების საკითხი განიხილონ.