საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა - "მრავალეთნიკური საქართველო" გაიხსნა. "ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, თითოეული ეთნოსი უნიკალური კულტურის მატარებელია და ჩვენ ამ საგანძურს ძალიან ვუფრთხილდებით", - განაცხადა ადამიანის უფლებათ დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ცენტრის და უშუალოდ ცენტრის რეგიონული დირექტორის, ტომ ტრიერის თანადგომით მოამზადა ფოტოალბომი და გამოფენა, სადაც ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული, ეთნიკური ჯგუფების ყოფის ამსახველი ფოტოები განთავსდა.
გამოფენის გახსნას პარლამენტის წევრების გარდა, ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ცენტრის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ითქვა, რომ ახლო მომავალში კიდევ ერთი ანალოგიური, ევროპული დიასპორების მომცველი გამოფენისა და ალბომის მომზადება იგეგმება.