"სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოსახლეობის რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ხელისუფლებას მოსახლეობის რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან როინიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მოსახლეობის რეგიონული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიხატება იმაში, რომ რეგიონებში პენსიონერები 10-ლარიან დანამატს ვერ მიიღებენ, ასევე არ გაიცემა წამლების 25-ლარიან ვაუჩერი და ტრანსპორტით ნახევარ ფასში მგზავრობის უფლება.
ამასთან, როინიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეღავათების ფარული მიზანი თბილისის მერობის სამთავრობო კანდიდატის, გიგი უგულავას წინასაარჩევნოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება იყოს.