დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ აბულ ღეითის 2010 წლის 25 მაისს საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს.