პაკისტანის ექს-პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფი 2007 წელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ფხუტოს მკლელობაში დაადანაშაულეს და ბრალი სამი მუხლით წაუყენს.
მუშარაფს ბრალი ედება მკლელობაში, მკლელობის ჩადენის მიზნით დანაშაულებრივ გარიგებაში და მკლელობის ხელშეწყობაში.
ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო მოსმენისას საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა ბრალს არ აღიარებს.
საქმის განხილვა 27 აგვისტოსთვის გადაიდო.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ფხუტო 2007 წლის 27 დეკემბერს წინაარჩევნი მიტინგზე ქალაქ რავალპინდში მოკლეს.
მუშარაფი, რომელიც სამშობლოში თვითგანდევნის შემდეგ წელს დაბრუნდა, ისლამაბდში საკუთარ რეზიდენციაში სამართალდამცავების ზედამხედველობის ქვეშ - შინა პატიმრობაში, ცხოვრობდა. იგი სასამართლოში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს.
მუშარაფის გარდა ფხუტოს საქმეში კიდევ ექვსი ადამინისთვისაა ბრალი წაყენებული. მათ შორის ორი სავარაუდო ბოევიკი, ორი კი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია.
იმის მიუხედავად, რომ პაკისტანში იყო მოლოდინი, რომ მუშარაფს ბრალს წაუყენებდნენ, როგორც ბი-ბი-სი იუწყება ეს მოვლენა მაინც უპრეცენდენტო გახდა. ქვეყანაში, რომელსაც მისი არსებობის ნახევარზე მეტი მართავდა სამხედრო ხელისუფლება, არ ყოფილა პრეცენდენტი, ბრალი სამხედრო ლიდერისთვის წაეყენებინოთ.