36 ადამიანი, მოძრაობა „ძმები-მუსლიმების" წევრი, დაიღუპა ეგვიპტეში ციხიდან გაქცევის მცდელობისას, როდესაც ისინი ბარდრაგს ქაიროს გარეუბანში მდებარე ციხეში გადაჰყავდა.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, შსს-მ ითავითვე განაცხადა, რომ ტუსაღები უცნობი პირის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით კი უწყებამ დაადასტურა, რომ ისინი ცრემლსადენი გაზის შესუნთქვეის შედეგად დაიღუპნენ. გაზი ბადრაგმა მას შემდეგ გამოიყენა, როდესაც პატიმრებმა ერთი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
ინცინდენტამდე ეგვიპტის არმის მეთაურმა აბდელ ფატახ სისიმ განაცხადა, რომ არ მოითმენდა არავითარ ძალადობას, თუმცა დასძინა, რომ ეგვიპტეში „ყველასთვის მოიძებნება ადგილი".
გენრალმა მოუწონდა დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მუსრის მომხრებს „აღადგინონ დემოკრატიული გზა" და „ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში".
შაბათს დაპირისპირების შედეგად 79 ადამიანია დაღუპული, ხოლო 549 დაშავებული.
სულ 14 აგვისტოს შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 800 ადამიანს გადააჭარბა.