რობერტ სტურუამ შესაძლოა, რუსთაველის თეატრი დატოვოს. ამის შესახებ რეჟისორმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
სტურუა მისი შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზად რუსთაველის თეატრში არსებულ რთულ ვითარებას ასახელებს.
"სააკაშვილმა, კულტურის მინისტრის ხელით, რუსთაველის თეატრის განადგურება მოახერხა. ნიჭიერი მსახიობი და უნიჭო ადმინისტრატორი ამ პროცესს გაუგებარი ვნებებით შეპყრობილნი ბოლომდი მიიყვანენ. მე ვზივარ ამ იდიოტურ კომპიუტერთან და ვფიქრობ: წავიდე თუ დავრჩე? თუ უკანალი ვინმე კონგრესმენს აქვს, მე იმერული ვაჟკაცობა მშველის. ამ უნიჭო მებრძოლთა სიაში ვერ ჩავეწერები. ინგლისში ვიღაცამ მითხრა: მაყურებელს გონია თუ ტაკიმახსარა შექსპირის ტექსტს ამბობს - ეს მისი ტექსტიაო. და ზოგჯერ მსახიობიც იჯერებს ამას. სამწუხაროდ, 55 წელი ვარ ამ ტაძარში და ასეთი დაძაბულობა არ ყოფილა. მე რა, 75 წლის ვარ. good bye,"- აცხადებს რობერტ სტურუა.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელად ოფიციალურად ინიშნება. ამ დროისათვის თეატრის დასი შვებულებაშია.