ირანი მზად არის ბირთვულ პრობლემატიკაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებები განაახლოს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, იტყობინება ფრანს-პრესი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი განცხადება ევროკავშირის საგარეო უერთიერთობათა უმაღლეს კომისართან, კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა კონკრეტულ ვადებში ჩაერთოს მოლაპარაკებებში", - განაცხადა ზარიფმა.
თავის მხრივ, ეშტონმა ზარიფს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და საერთაშორისო შუამაველების - „ექსვეულის", ირანთან მუშაობის მზადყოფნა დააფიქსირა.
შეგხსენებთ, რომ ირანი ბოლო წლების განმავლობაში აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისა. ისრაელი და დასავლეთი კი მას ბრალს დებენ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში.