სირიაში ამბოხებულები პროვინცია ჰომსში ქრისტიანულ რაიონს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი.
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.
თავად ამბოხებულები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ხუთი დაღუპული სამთავრობო ძალების მოკლულია.
შეგახსნებთ, რომ სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. დაღუპულთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 100 ათასს აჭარბებს.