„ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს მისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.
გიორგი მარგველაშვილმა კუს ტბაზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყანაში მომხდარი ცვლილება უნდა შენარჩუნდეს და სტაბილური გახდეს.
"ერთი წლის წინ, შევცვალეთ ის, რისი შეცვლაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა, რომ ეს ცვლილება იყოს სტაბილური და აღარაფერი დაემუქროთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას და მათ მომავალს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევ აღნიშნა, რომ 28 ოქტომბერს, გამთენიისას, ყველამ ერთად უნდა „ვიზეიმოთ გამარჯვება".
მარგველაშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა იბრძოლონ მისთვის და ის იბრძოლებს მათთვის.
„მე ვიბრძოლებ თქვენთვის და თქვენ იბრძოლეთ ჩემთვის და გავიმარჯვებთ!", - განაცხადა მარგველაშვილმა.