განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს ვეტოს ადებს.
მარგველაშვილის თქმით, "პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება და მას იქმედი აქვს, რომ სააკაშვილი მის ფეხსაცმელებსაც არ დაადებს ვეტოს".
"ჩემთვის ეს არის უკვე ნორმალური სამუშაო პროცესი. ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ადებს ვეტოს. უკვე ეს ყველაფერი კომკური ხდება, თუ რომ არა ვთქვათ, რომ ტრაგიკომიკური. არ შეიძლება ჩემს ყველა ნაბიჯს დაადოს ვეტო. იმედი მაქვს, რომ ჩემს ფეხსაცმელებსაც არ დაადებს ვეტოს რომ ბოლოს ვეღარ ვიმოძრავო."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
საუაბრია პარლამენტის მიერ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებდ და დეკანეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ.
ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, უნივერსიტეტის რეტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ის პირი შევა, ვისაცუ უნივერსიტეტში აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა აქვს და დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს ფლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები უმაღლეს აკადემიურ სფეროში ახალგაზრდა მეცნიერების მიზიდვას ხელს შეუშლის.