17 აგვისტოს, 19 საათზე - რესტორანი და ლაუნჯი "VOX" უმასპინძლებს EU მუსიკის ფესტივალის მეორე ღონისძიებას. ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკის კონცეპტუალური საღამო - Ambient Music - შავი ზღვის სანაპიროზე მზის ჩასვლისას გაიმართება და მასში მინაწილეობას ნატალია ბერიძეც მიიღებს. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს რკინიგზა, სასტუმრო „ALIK" და აჭარის ტელევიზია.
2013 წლის განმავლობაში ორგანიზაცია „Art Transfer" საქართველოს სამ ქალაქში აწყობს მუსიკის ფესტივალს პროექტის "EU Cultural Factory" ფარგლებში ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით. მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა 26 ივნისს ევროპული და ქართული კინომუსიკის კონცერტით ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში. კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი და მისი ბენდი, თბილისის ბიგ ბენდი და სხვადასხვა ცნობილი ქართველი მომღერალი.
ფესტივალის დასკვნით კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება - ადრეული კლასიკის, ბაროკოს მუსიკა. მონაწილეობენ: კამერული ორკესტრი „ჯორჯიან სინფონიეტა" და სოლისტები ელისაბეთ უოლფიში (დიდი ბრიტანეთი), ეტიენ გალეტიე (საფრანგეთი).