ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა.
პაპავას კანდიდატურას მხარი ხმის მიცემის პროცესში მონაწილე 12 პირიდან 10-მა დაუჭირა, 2-მა კი, ხმა ირმა რატიანს მისცა.
თსუ-ს რექტორის არჩევნებში სულ 13 კანდიდატი - გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია, ლადო პაპავა, და დავით გოცირიძე მონაწილეობდნენ.