დიმიტრი მედვედევი საკუთარი ქვეყნის წარუმატებელი გამოსვლის გამო ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე გაბრაზებას ვერ მალავს.
"ოლიმპიელების მომზადებაზე პასუხისმგებელმა პირებმა ამ პასუხისმგებლობას თავი არ უნდა აარიდონ. თუ მათ არ ჰყოფნით გაბედულება, წავიდნენ თანამდებობიდან, ამაში ჩვენ დავეხმარებით," - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
რუსეთმა ზამთრის ოლიმპიადაზე 15 მედლით მეექვსე ადგილი დაიკავა.