საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა ეროვნულ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძმე განაცხადა.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება მომვლენები, რომ ძნელია ამას თვალი მიადევნოს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მზად არის ყველა ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლოს" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც კრემლის რეჟიმთან თანამშრომლობენ და მათი გეგმის შესრულებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ხელახალ ინტერვენციას ითვალისწინებს, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია და მათ განაჩენს სწორედ ხალხი გამოუტანს.
ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში კრემლი სერიოზულ დასაყრდენ ძალას ვერ მოძებნის და სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.