"დაიცავი საქრთველოს" ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციაში თავისი როლის განსაზღვრას ელის. ამის შესახებ დღეს გაჩეჩილაძე ჟურნალისტებს ესაუბრა.
მისი თქმით, მისი როლი ოპოზიციის მუშაობაში სხვა პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, თუმცა რა ფორმით ამას არ აკონკრეტებს.
"ჩემი როლი ჩემმა კოლეგებმა უნდა განსაზღვრონ, რადგან მე ჯერჯერობით არცერთ პოლიტიკურ გაერთანებაში გაწევრიანებული არ ვარ. ამის შემდეგ გაირკვევა რა ფორმით ჩავერთვები პოლიტიკურ პროცესებში", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.