რიგის 9-დღიან საზაფხულო სკოლის პროგრამის ქართველმა მონაწილემ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის, ყოველწლიური ფესტივალის, გრანპრი მიიღო.
როგორც გიორგი გაგუამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, მან აღნიშნულ პროექტში კიდევ ერთ ქართველთან თამთა იობაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. თამთა იობაიამ ამავე ფესტივალის ჟიურის სიმპათიის ტიტული დაიმსახურა.
ფესტივალის ქართველმა მონაწილემ რიგის ერთ-ერთ კუნძულზე 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც ნამუშევრებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.
"სულ ღონისძიებაში 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. რიგაში 3 აგვისტოს გავემგზავრეთ და გუშინ დავბრუნდით. ყველა ხარჯი გარდა საკვებისა, ადგილობრივი კულტურის სამინისტროს უზრუნველყოფით დაიფარა. იქ დაგვყვეს 4- კაციან ჯგუფებად და რამდენიმე პატარა კუნძულზე გადაგვანაწილეს დავალებებით. ჟიური სამკაციანი იყო, ადგილობრივი რადიოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და უნივერსიტტის ერთი წარმომადგენლით დაკომპლექტებული,"- განაცხადა გიორგი გაგუამ.
""Mangaļsala", ეს არის კუნძული ბალტიის ზღვასთან ახლოს. კუნძული, რომელიც აერთიანებს სილამაზეს და სისასტიკეს ერთდროულად. მაგრამ ყველაზე ცუდია ის რომ არავინ იცის ამის შესახებ. ეს ფილმი ავლენს ისტორიულ საიდუმლოს, კუნძულის თავისებურებებს და რაც ყველაზე მთავარია, ლატვიელებმაც არ იცოდნენ ეს იდუმალებით მოცული ისტორიული მონაკვეთი. რიგის საზაფხულო სკოლაში შექმნილმა ფილმმა რეჟისორი გიორგი გაგუა საქართველო, შემოქმედებითი ჯგუფი Okan Temizarabaci თურქეთი, Catherina Hofmann გერმანია, Rihards Zelezņevs ლატვია დაგვანახა ეს", - ასე შეაფასეს ახალგაზრდა ქართველის რეჟისორის ნამუშევარი.
აღნიშნულ ღონისძიებაში წარდგენილი ნამუშევრისთვის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გაგუამ სპეციალური სიგელი და სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღო.