12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით აჭარის დასაქმების სააგენტოში სტუდენტ-ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები საქართველოში თამარ ხომასურიძე და ირაკლი ხვედელიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე.
აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს სერვისებსა და სტატისტიკაზე პრეზენტაცია სტუმრებს დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მარიამ ბეზარაშვილმა წარუდგინა და მათ დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრა. სააგენტოში ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრა ტრადიციულად მეორე წელია იმართება.
მასალის გამოყენების პირობები