საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს მინისტრის პირველ მოადგილე გიგა ბოკერიასთან, მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასთან და სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან გამართეს.
საუბარი პოლონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს შეეხო. ასევე, ხაზი გაესვა პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრებზე პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.