30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით 3 600-მდე საარჩევნო უბანი შესაძლოა ახალი ვიდეო თვალით აღიჭურვოს. ამის შესახებ განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარესთან ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ შეხვედრაზე საარჩევნო უბნების ახალი ვიდეოთვალით აღჭურვის საკითხი თავად, დააყენა. ამის მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე ძველი ვიდეოთვალია დამონტაჟებული, რომელიც ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და ამ პრობლემის მოგვარებაა საჭირო.
ვეფხვაძის შეფასებით, არჩევნების გამჭირვალების მიზნით ახალი აპარატურა უნდა იქნას შეძენილი, მის ხარჯებს კი უახლოეს მომავალში ცესკოში შექმნილი ჯგუფი დაინაგარიშებს.
ამასთან, ვეფხვაძის განცხადებით, რამდენიმე უბანზე არჩევნები შესაძლოა ონლაინ რეჟიმით გაშუქდეს და მოსახლეობას საშუალება ექნება აღნიშნულით დააკვირდეს არჩევნებს.