პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს მოსახლეობისთვის მიცემული პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლისას წაემოდგენილი ერთგვარი პროგრამის ,,დაგპირდით-შესრულებულია~ საპასუხოდ იმ დაპირებების ნუსხა წარადგინა, რომელთაც მისი თქმით, ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა.
როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, სააკაშვილმა გაპრეზიდენტების დღიდან საქართველოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელდა ტელედაჯერების პრაქტიკის დანერგვა, სისხლიანი სპეცოპერაციებით ეჭვმიტანილების და მათი ოჯახის წევრების ამოხოცვა, დასმენების, თვალთვალისა და სატელეფონო მოსმენების სისტემის ჩამოყალიბება, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება, მოწოდება ,,ყველანი ციხეში'', უფროსი თაობის მოქალაქეთა ჩარეცხილ თაობად გამოცხადება, ქვეყანაში განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევა და პრაქტიკული დიქტატის დამკვიდრება ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ შორის კულტურულსა და სპორტში.
,,ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ტერორის სისტემა, ყველა დონის არჩევნები გაყალბდა, გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტა, პოლიტიკუროი მიტინგებისა და მანიფესტაციების უმოწყალო დარბევა, ძირძველ ქართულ მიწებზე ,,ე.წ'' სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტაციის შექმნა, რუსეთისთვის ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის გადაცემა-მიყიდვა, კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების უხეში უგულვებელყოფა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ტელეკომპანია ,,იმედის,, მოსპობა და დარბევა, ტელეარხების სრული მონოპოლია, კატასტროფული დემოგრაფიული პრობლემის შექმნა, უზარმაზარი საგარეო ვალის დაგროვება, ფარული პრივატიზაცია და საქართველოს ნარკოდამოკიდებულ ქვეყნად ქცევა,~ - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილს მოუწვეს ხალხის სამსჯავროზე წარდგენა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა გასულ კვირას პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა და პოლიტკურ დებატებში გამოსვლისას შესრულებულ დაპირებებზე ისაუბრა.