საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევის პარიზში ვიზიტისას სამხედრო ხომალდ "მისტრალის" შესყიდვის საკითხი არ განიხილება.
"როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ოფიციალური შეხვედრებისას განხილვის თემა ეს არ იქნება", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, ფრანგული მხარე უკვე საქმის კურსშია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს ხედავს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის მიერ ხომალდ "მისტრალის" შესაძლო შესყიდვაში.
"იმედია, საფრანგეთი ჩვენს არგუმენტებს მიიღებს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს საფრანგეთში გაემგზავრება. რუსეთის სახელმწიფო მეთაურის ეს ვიზიტი პროტოკოლის პრაქტიკაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი და მას სახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს. ვიზიტი ოთხშაბათამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მედვედევს თითქმის 60 მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული და მხოლოდ ოთხი მათგანი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის _ ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთში და ფინეთში.
მედვედევის საფრანგეთსი ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დღესვე 1 მარტსვე შედგება შეხვედრა ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სარკოზი და მედვედევი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიზოდკოს ინფორმაციით მედვედევის მიერ საფრანგეთსი გამართული მოლაპარაკებების ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტვების მიმოხილვაა.