კობა დავითაშვილი "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და წინგადადგმული ნაბიჯის შემდეგ მის დღევანდელ განცხადებას ორ უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ეს განცხადება კობა დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"ალასანიამ გადადგა ერთი ნაბიჯი წინ, მერე ორი უკან", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
ამ წუთებში, "ხალხის პარტიის" ოფისში პრაიმერის მომხრე პარტიების ;იდერების შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი მათი გადაწყვერილება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშIრებით.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია პრაიმერის მომხრეებს გაემიჯნა და არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება.