დღეს 11:00 საათზე პრაიმერში მონაწილე პარტიების ლიდერები "ხალხის პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ. სავარაუდოდ დღესვე იგეგმება განცხადების გაკეთებაც, სადაც ოპოზიციის ერთი ნაწილის ლიდერები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი წესის შესახებ ისაუბრებენ.
"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით, პრაიმერის მომხრე პარტიები შემოერთებული სამი პარტიის - მოძრაობა ‘'ქრისტიანული საქართველოს''-ს, ‘'მომავლის პარტიისა'' და ვეტერანთა კოალიცია ‘'მამულიშვილი''-ს ლიდერებთან გადაწყვეტილებებს შეაჯერებენ და ამის შემდგომ გააკეთებენ განცხადებას, რომელზეც დავითაშვილმა წინასწარ კომენტარის გააკეთება არ ისურვა.
გაცნობებთ, რომ პრაიმერის მომხრე პარტიებმა დღეს სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" შეკვეთილი დარბაზი გააუქმეს და "ხალხის პარტიის" ოფისში დაიწყეს შეკრება. სავარაუდოდ ეს ფაქტი ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას უკვშირდება, სადაც ალასანიამ პრაიმერში მონაწილეობა უარყო და თბილისის მერის არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვია" კანდიდატი იქნება.Y