მოსკოვში, ალექსეი ნევალნის მხარდასაჭერ აქციაზე, 209 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
თვითმხილველების განმარტებით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ცემა, თუმცა მოსკოვის პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტს უარყოფენ.
პოლიციის წარმომადგენელთა განმარტებით, დააკავეს მხოლოდ ისინი, ვისაც პლაკატები ჰქონდათ, ცდილობდნენ გზის გადაკეტვას და მათ ქმედებაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ნიშნები იყო.
ბოლო დაკავებები გვიან ღამით მოხდა, როდესაც პოლიციამ ტვერისა და მოხოვის ქუჩებიდან შესძლო აქცის მონაწილების განდევნა.
პოლიცია იტყობინება, რომ ზოგიერთი დაკავებული, მათ შორის ჟურნალისტები, ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს, სხვები კი მოსკოვის პოლიციის 10 განყოფილებაში გადაანაწილეს.
ალექსეი ნევალნის მხარდასაჭერი აქცია სოციალური ქსელების საშუალებით, ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მას შემდეგ დაიგემა, რაც ოპოზიციის ლიდერს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.