დღეს, 28 თებერვალს, 15:00 საათზე, ყვარელში, კულტურის სახლში დოდო ჭიჭინაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მარიკა კვალიაშვილი, ერეკლე საღლიანი, ომარ მხეიძე, ეკა კვალიაშვილი, თამარ ლასხიშვილი, იზა ჯაჭვაძე, მაყვალა გონაშვილი, ლეილა აბაშიძე, ზანდა იოსელიანი, რამაზ ჭიჭინაძე, რეზო ჭიჭინაძე, ვასიკო ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე, მარადი ანასაშვილი, ბაბო მიქელაძე.
საიუბილეო საღამომდე ნათლისმცემლის ეკლესიაში მოძღვარი დოდო ჭიჭინაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
17:00 საათზე, ყვარლის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ჯეოსტარის მომღერლები კონცერტს გამართავენ.