ის, ვინც ჩვენგან გაიქცა და აზრი შეიცვალა იმას ადასტურებს, რომ ჩვენ არ შეგვიცვლია პრინციპები, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დებატების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ არ ჩამოვყალიბებულვართ კლანად. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, რომ საქართველოა მარადიული და არა ჩვენი ურთიერთობები. ვამაყობ იმით, რომ ბევრი მათგანი დროზე გავუშვით, მაგრამ ზოგი გვიან, რასაც ჩემს პირად შეცდომად ვთვლი", _ განაცხადა პრეზიდენტმა.