საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენი დემოკრატიისა და სამოქალაქო კულტურისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
"მინდა გავაფრთხილო ყველა სახელმწიფო მოხელე, უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. ესაა ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საკითხი", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში, წლიური საანაგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, ამ კუთხით დეპუტატებისა და საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ კანონი გამკაცრდებოდა, შესრულებულია.