ხვალ, 27 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში იხსნება გამოფენა "ქართული როკვის პოეზია". წარმოდგენილი იქნება მოცეკვავე თენგიზ უთმელიძის მიერ გადაღებული ქართული ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის (ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით) "ოქრის ხანის" ამსახველი ფოტომასალა, რასაც ანსამბლის მატიანედ მოიხსენებენ.
გამოფენაზე 50-60-იანი წლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტო გამოიფინება. მათზე აღბეჭდილია ანსამბლის კონცერტები ისეთ ცნობილ თეატრებში, როგორიც არის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ლა-სკალას თეატრი, თეატრები ვენასა და ვენეციაში, ასევე შეხვედრები ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან, ფეხბურთის მეფე პელესთან, ამერიკის ბალეტის ფუძემდებლ, ბალეტმეისტერ ჯორჯ ბალანჩინთან და სხვა..
აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე წლების განმავლობაში ქართულ ცეკვაში პარტნიორობას უწევდა თავად ნინო რამიშვილს.
ეს პერიოდი ითვლება ანსამბილს საუკეთესო წლებად, საუკეთესო შემადგენლობითა და მიღწევებით.