პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს. ამის შესახებ განცახდება მაჭავარიანმა დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.
დელეგაციაში შედიოდა მიხეილ მაჭავარიანიც. დელეგაცია უკრაინიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა და როგორც მიხეილ მაჭავარიანი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარე ამ ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას უახლოეს სესიაზე გააკეთებს, თუმცა თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს ვიზიტი იყო "საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი". როგორც მაჭავარიანი აცხადებს ამ ვიზიტს განსაკუთრებით ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ქართულმა დელეგაციამ გამართა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და ამ შეხვედრებიდან გამოიკვეთა ის რომ "საქართველოს გზა კარგად არის გაგებული ყველას მხრიდან და განსაკუთრებით გასახარებელია ის რომ საქართველოს იცნობენ როგორც ქვეყანას, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები და გააკეთა ძალიან ბევრი რამ", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი და დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გაძლიერდება და გაგრძელდება.