ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან, - განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში აქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ფამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა
„თქვენი ჯარისკაცები არიან ავღანეთში ერთი მისიით. ავღანეთში ქართველი სამხედროები არიან გაეროს მანდატის ქვეშ სადაც 50-მდე სახელმწიფო არის და ეს არის ყველაზე დიდი კოალიცია მსოფლიოს ისტორიაში. ისინი არიან იქ იმიტომ, რომ ემსახურონ საქართველოს ინტერესებს. რამდენადაც, ტერორისტებისათვის უსაფრთხო ტერიტორიის მოშლით, ჩვენ საკუთარ სახლებს უფრო უსაფრთხოს ვხდით", - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერმა თანამდებობის დაკავების შემდეგ ღიად განაცხადა ამ ოპერაციის მხარდაჭერის შესახებ ისევე როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.