თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის პოლიტიკურ გაერთიანებას "სახალხო დემოკრატები" ერქმევა. ამის შესახებ ივანიშვილმა. დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარტიის პრეზენტაცია 4 მარტს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"გაიმართება, სადაც მას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, ოფიციალურად წარადგენენ. პრეზენტაციაზე პარტიული სიის ათეულსაც დაასახელებენ
ივანიშვილმა პარტიის წევრების ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ საზოგადოება ბევრ საინტერსო სახეს იხილავს.
"პარტია, რომელსაც ვაფუძნებთ, იქნება რეალურად სახალხო და რეალურად დემოკრატიული - ცენტრისტული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა ივანიშვილმა.