ოპოზიციის შეხვედრა საგურამოში წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა.
ბიძინა გეგიძის აგარაკი ყველაზე გვიან ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა და კონსერვატული პარტიის წევრმა კახა კუკავამ დატოვეს.
კიწმარიშვილის თქმით, იგი ოპოზიციასთან მაესტროს დებატებს საკითხებს განიხილავდა.
ზურაბ ნოღაიდელმა კი რომელიც ასევე იმყოფებოდა საგურამოში ჟურნალიტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა.
მისი განცხადებით შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელება იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, თუმცა იგი ჟურნალიტებთან არ გამოჩენილა, მისი იქ ყოფნა ბიძინა გეგიძემ დაადასტურა.