თავისუფლების ინსტიტუტეს წევრს თეა თუთბერიძეს სოციალური ქსელის "Facebook"-ის პერსონალური გვერდი გაუტეხეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად თუთბერიძემ განუცხადა.
22:34 წუთზე თეა თუთბერიძის გვერდზე გამოჩნდა შემდეგი სახის ინფორმაცია: "მე მსურს საჯარო განცხადება გავაკეთო: მე ბოდიშს ვიხდი საჯაროდ მთელი საქართველოს წინაშე, მთელი მართლმადიდებლური საზოგოადოებისა და უპირველეს ყოვლისა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II წინაშე. მომიტევეთ, მე ეს საქციელი არ უნდა ჩამედინა, შევცდი და ჩემი შეცდომის გამო ვიხდი ძალიან დიდ... ბოდიშს ქართული საზოგადოების წინაშე! გევედრებით გაავრცელეთ ეს ინფორმაცია სადაც ხელი მიგიწვდებათ!!!"
ინფორმაციას "facebook"-ის მომხმარებელთა დაინტერესება მოჰყვა. კომენტარებში ზოგი იწონებდა მის "მონანიებას", ზოგი კი ლანძღავდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თუთბერიძემ განუცხადა, გვერდის გატეხვის გამო მიმართა ინტერნეტპროვაიდერს სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნული ქმედების მოკლვევა პოლიციის ქვემდებარე იყო.
"ასევე, მივმართე "facebook"-ის ადმინისტრაციას. ამჟამად მიმდინარეობს გვერდის გაწმენდა. ინფორმაციის ჩემს მიერ გავრცელებას კატეგორიულად უარვყოფ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ_ენს" თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებარვალს თუთბერიძემ გაავრცელა განცხადება ტელეკომპანია "იმედს" მიერ გადაცემა "სიმართლის დრო"-ს, რომელშიც ის მონაწილეობდა, ტელეეთერში არასრული და დამახინჯებული ფორმით გადაიცემის გამო.
"სიმართლის დრო", რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელოვანდ იქნა დამახინჯებული საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი და ზოგადად, მედია საშუალებები, მძლავრ ზეწოლას განიცდიან რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან... გადაცემაში მე მომიწია ვრცლად მესაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესახებ და აღმენიშნა რომ "კგბ"-ს აგენტი, ჩემი სულიერი მოძღვარი ვერასდროს იქნებოდა, რადგან მთელი მისი საქმიანობა არის აბსოლუტური წინააღმდეგობაში მისივე წინამობრედი უწმინდესი პატრიარქების, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილისა. ეს და მსგავსი კომენტარები ჩემი მხრიდან პასუხი იყო წამყვანის კითხვებზე, რომელიც თავად იჩენდა ინიციატივას ესაუბრა მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. როგორც ჩანს, ამ გადაცემის სრული სახით გაშვება ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ დისკომფორტს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო აამოქმედებდა იმ ბერკეტს, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მით უფრო მოახლოვებული არჩევნების ფონზე", - ნათქვამია თუთბერიძის განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი მოითხოვს "დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა", წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "იმედს" სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
"მოვითხოვ დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები სასამართლოს მივმართო და ამ გზით მოვითხოვო ტელეკომპანია "იმედის" დავალდებულება ხელახლა გაუშვას გადაცემის სრული ჩანაწერი", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში თუთბერიძეს გვლავ დაფიქსირებული ქონდა ტავისი პოზიცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და წმინდა სინოდის მიმართ და და მართლმადიდებლური ეკლესია მედიის ცენზორად იყო მოხსენიებული.
"ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იძულებულია ხარკი უხადოს ეკლესიას, რომელიც უკვე მედიის ერთ-ერთი ცენზორი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.