დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკიდან ბრუნდება.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდა სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ სამუელ ზბოგარსა და სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ პაველ განტარს.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე, ევროკავშირთან, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხები განიხილეს.
ვაშაძის ვიზიტი 25 თებერვალს დაიწყო.