"საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში დიდი არეულობაა და ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს.
"ჩვენ ვართ პროვოკაციის წინაშე. ამ პროვოკაციას ჰქვია ნოღიდელი და მისმა გამოჩენამ ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოიწვია არა ერთობა, არამედ ოპოზიციის გახლეჩა. ეს არის ხელისუფლების გეგმა. უნდა გავმიჯნოთ ჩვენი თავი ნოღაიდელისგან. ის არ არის თუნდაც ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ხვალ აღდგეს ურთიერთობა რუსეთთან", _ განაცხადა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, დაუბრუნდეს თავის მიმართულებას, რაც არის ქართული ორიენტაცია და მერე დადგება დრო, რომ რუსეთს დაველპარაკოთ.
"დღეს არ არის ამის დრო. დღეს დრო არის ბრძოლის და ამ ბრძოლაში არ შეიძლება იყოს არეულობა", _ განაცხადა მან.
"საქართველოს გზის" ლიდერის განცხადებით, კანდიდატი არის ერთადერთი, ირაკლი ალასანია. მან თავი ლიდერად უნდა წარმოაჩინოს. სხვა სანდო კანდიდატი ამ ქვეყანაში აღარ არსებობს.
"ბრძოლა გრძელდება, იგი გადის არჩევნების ხაზზე, ბრძოლა არ გადის მოსკოვზე, მოსკოვის ხელი არ გვჭირდება, იმისთვის, რომ სააკაშვილი ამ თამაშიდან გავიყვანოთ და ქვეყანა თავის თავს დაუბრუნოთ",_ განაცხადა მან.