452 დევნილს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა, აღნიშნულის შესახებ განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, წელს უკვე 900-მდე დევნილს სამინისტრომ საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონა.
„მთავრობის განკარგულებით 452 დევნილს საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. მიმდინარე წელს უკვე 900-მდე ოჯახისათვის არის სულ გადაცემული ფართი საკუთრებაში, რაც მნიშვნელოვანი და სასიხარულოა", - განაცხადა დარახველიძე.