20 ივნისს 11 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ) და პუშკინის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "გლდანი-220" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონში მდებარე კერძო სექტორის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის I კვარტლის, თრიალეთის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 21 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ხოლო 21 ივნისს 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მასალის გამოყენების პირობები