"სამართლიანი საქართველოსთვის~ წევრბმა საარჩევნო უბნებში შემავალი არარსებული კორპუსები აღმოაჩინეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრეცენტრიდან აცნობეს, მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ წარმომადგენლებმა გადაამოწმეს ცესკო-ს მიერ შედგენილი საარჩევნო უბნების საზღვრებში შემავალი ქუჩები და მითითებული მისამართები, რის შედეგადაც არარსებული კორპუსები დაფიქსირდა.
ვაკის რაიონში: ვაკის საარჩევნო ოლქის 55-ე საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი ვაჟა ფშაველას IV კვ. I კორპუსი არ არსებობს; ვაკის სააჩევნო ოლქის 40-ე საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი ვაჟა ფშაველას V კვ. V. კორპუსი არ არსებობს; 48-ე საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი გ. წერეთლის ქ. ##7, 8, 13 არ არსებობს.
ჩუღურეთის რაიონში: ჩუღურეთის სააჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი მარჯანიშვილის ქუჩაზე ნომრები 60, 61 და 64 არ არსებობს, მარჯანიშვილის ქუჩაზე # 44-ში მდებარე შენობა დანგრეულია; მე-14 საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი დადიანის #7-ში მიმდინარეობს მშენებლობა; მე-14 საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი დადიანის #21 და #23-ში მიმდინარეობს მშენებლობა; მე-40 საარჩევნო უბნის საზღვრებში შემავალი თამარაშენის ქ. #1 არ არსებობს.