საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას ესტუმრა.
მინისტრმა მსჯავრდებულებს რეინტეგრაციის საკითხთა სამინისტროს მიერ ნაჩუქარი სახელმძღვანელო გადასცა. წიგნს, რომელიც ოსურ, აფხაზურ, ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზეა ნათარგმნი, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკა მიიღებს. მინისტრი მსჯავრდებულებს, ასევე, საქართველოს გასაბჭოების და ოკუპაციის ისტორიაზე ესაუბრა.
ხათუნა კალმახელიძის თქმით, მისი სურვილია, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა იცოდნენ, რომ ჩვენს ხელთ არსებული მხოლოდ ერთადერთი იარაღი კიდევ უფრო მეტი განვითარება და ის დემოკრატიული პროცესებია, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გაამთლიანებს. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მსჯავრდებულები ამ პროცესებში მომავალში აუცილებლად ჩაერთვებიან, ქვეყნის საკეთილდღეოდ, მისი გამთლიანების გზაზე.