"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ედპ-ს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს არ აღიარებს.
როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუქი ქარდავას მიერ დღეს გაკეთებულ საკმაოდ ხმაურიან განცხადებაზე კომენტირებისას ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ედპ აღარ არსებობს".
"ედპ ახლა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ რიგით, უმნიშვნელო სატელიტს წარმოადგენს", - განაცხადა ნოღაიდელმა.
"რუსეთის არმია, რომელიც საქართველოსთვის დღეს პრობლემას წარმოადგენს, აქ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და ბაჩუკი ქარდავამ შემოიყვანეს. მაგრამ ისინი ამისთვის დაისჯებიან. ვინც საქართველო ამ ომში ჩაითრია და ტერიტორიები დაკარგა, ყველას პასუხს ვაგებინებთ და კუდით ქვას ვასროლინებთ ", - განმარტა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის ნაწილის ზურაბ ნორაიდელის გარშემო გაერთიანებას აპროტესტებს და ყველა იმ ძალას, რომელსაც ქვეყნის ყოფილ პრემიერთან აქვს კავშირი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.