მიხეილ სააკაშვილი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას აკრიტიკებს. როგორც სააკაშვილმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა უცხოელებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ.
,,შემოაქვთ ვიზებზე მკაცრი კონტროლი, რომ აღარ ჩამოვიდეს აფრიკიდან, აზიიდან სტუდენტი საქართველოში. აფრიკიდან და აზიიდან რომ ჩამოდის, ის არჩენს ქართველ პროფესორს. ის ადაბლებს გადასახადს ქართველი სტუდენტისთვის. იმას მოაქვს თავისი კულტურული ურთიერთობა და ბოლოსდაბოლოს, საქართველოს გავლენის წყაროა ეს. ხვალ და ზეგ საქართველოს სახელი, გავლენა გავა აფრიკაშიც, აზიაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც და ამას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უცხოელებს, ჩამოვიდნენ, ისწავლონ. ახლა შემოვიდა ახალი სავიზო სისტემა, რომლითაც პრაქტიკულად, ამათ ვუკეტავთ გზას. ჩვენ ქვეყანას აქვს ერთადერთი საშუალება იყოს გახსნილი, ჩვენი ამბავი გაგვქონდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება.